მამუკა კილაძე -იტალიური რესტორნის დამფუნებელი და აღმასრულებელი შეფი
24 ოქტომბერი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული მამუკა კილაძე არის იტალიური რესტორნის Napoli • ნაპოლის დამფუნებელი და აღმასრულებელი შეფი, ასევე ნაპოლი ბეიქერის წარმოების მენეჯერი.
ნაპოლიში მზადდება პიცები, პასტები, აპეტაიზერები, სენდვიჩები, ძირითადი კერძები, დესერტები, ხოლო ნაპოლი ბეიქერიში კი პურ-ფუნთუშეული.
საქართველოს კულინარიის აკადემიის გარდა, მამუკა სწავლობდა უნგრეთში Budapest Metropolitan University-ს პროექტების მენეჯმენტის პროგრამაზე. გარდა ამისა, კულინარიის მიმართულებით, მას სხვადასხვა ტრენინგი აქვს გავლილი იტალიაში.