მასტერკლასი
06 ნოემბერი 2013
7 ნოემბერს, თბილისის სარეკრიაციო ტყეების (წყნეთის უბანი) 46 წლიან მაღალი სიხშირის ფიჭვნარებში ჩატარდა გამოხშირვითი სასწავლო-საჩვენებელი ჭრები, რომლის მიზანია ფიჭვის მაღალპროდუქტიული კორომის ფორმირება. მოვლითი ჭრები ჩატარდა თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. დამზადებულ საშეშე მერქანი მიეწოდა ადგილობრივ მოსახლეობას.
მასტერკლასი ჩატარდა თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის (ბ-ნი ვასილ ჩალაძე), საქართველოის აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის (სრული პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი) და მეტყევეთა ასოციაციის ინიციატივით.
გამოხშირვით სასწავლო-საჩვენებელ ჭრებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა გერმანელმა მეტყევე-სპეციალისტმა ვალტერ ბენნეკენდორფი.
,