Maxime Renard-ის კულინარიული მასტერკლასი
11 აპრილი 2024
ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის ამფითეატრში სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარა Maxime Renard-მა, რომელიც არის რესტორნის, La Table Conviviale par Maxime Renard, დამფუძნებელი და შეფ-მზარეული.
მასტერკლასის დროს მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის თავის რეცეპტებს და როგორ აკეთებს ბიუჯეტის ოპტიმიზაციას ადგილობრივი პროდუქტებით მუშაობისას. ასევე, მოამზადა კერძი ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებით.
აკადემიის კულინარიული ამფითეატრი შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
13 მარტი 2026
მზარეულის პროგრამის ლექციები
12 მარტი 2026
საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული დესერტი
11 მარტი 2026
ხამანწკების ლექცია კულინარიის აკადემიაში
07 მარტი 2026
სტუდენტების მიერ მომზადებული ბაბა რომი
06 მარტი 2026