მიღება სადოქტორო სკოლაში

16 ოქტომბერი 2013

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა აცხადებს მიღებას აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე და ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე. 

 

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2014  წლის 30  იანვრის  ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციოფორმა და ფორმასთან ერთად გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები  მისამართზე N.Kobakhidze@agruni.edu.ge(დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ ფაილად აკინძული PDF-ფორმატში):

 ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი  ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის; თუ დიპლომი; თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი დაწესებულების მიერ, უნდა მიმართოთ თუ აღნიშნული ხარისხი უცხოური უმაღლესი დაწესებულების მიერ მოგენიჭათ, მაშინ ჯერ უნდა მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს (იხ. http://eqe.ge/geo/service/recognition)

გ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ (B1) დონის  ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

დ)CV;

ე) სამოტივაციო ესსე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს: კვლევის საგანს; საკვლევი თემის აღწერას და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას;  სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერას.

 
მათთვის, ვისაც არ აქვს ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, 2014 წლის თებერვალში ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში (აგრარული უნივერსიტეტი, დიღმის კამპუსი).  ტესტირების შემდეგ ჩატარედება გასაუბრება იმ კანდიდატებთან  ვინც საუკეთესო ესე წარმოადგინეს და წარმატებით დაძლიეს ინგლისური ენის ტესტირება. ტესტირებისა და გასაუბრების ზუსტ დროსა და ადგილს მოგწერთ თქვენს მიერ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე.ასევე, ტესტირების შედეგებს მოგწერთ ელფოსტაზე.

 

დოქტორანტურაში სასწავლო პროცესი დაიწყება 2014 წლის თებერვლის ბოლოს

სადოქტორო პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ამავე გვერდზე გაეცანით ჩვენ გზამკვლევს ან დაგვიკავშირდით.


სწრაფი ბმულები

 

მსგავსი სიახლეები