მიხეილ ნატროშვილი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის
01 ოქტომბერი 2024
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი მიხეილ ნატროშვილი სტაჟირების პროგრამით იმყოფება საფრანგეთში, ბორდოში, კერძოდ, მედოკის რეგიონში, Chateau Phelan Segur-ში.
ბორდო მეღვინეობის მსოფლიოში ცნობილი ცენტრია. შატოში მიღებული გამოცდილება მიხეილისთვის ძალიან საინტერესოა და სამომავლოდ, გეგმავს დაგროვილი ცოდნა აქტიურად გამოიყენოს საკუთარი მეღვინეობის განსავითარებლად.
მიხეილის სტაჟირების პროგრამა განხორციელდა აგრარულ უნივერსიტეტსა და L’Institut Agro Montpellier-ს შორის არსებული Erasmus-ის პროექტის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
06 ნოემბერი 2026
მარიამ ხალხელაურს კომპანია ლაქტალისმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა
20 ოქტომბერი 2026
გიორგი პაპულაშვილი სწავლას აგრძელებს Heidelberg University-ში
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026