მოტობურთი 2025
27 დეკემბერი 2025
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ინჟინერიითა და პროგრამირებით დაინტერესებული სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით 12 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2025.
🥇პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Musty Flick - დაჩი ნაზრიშვილის, მიშო კალანდარიშვილის, ნინი გოცაძისა და რატი გოგიჩაშვილის შემადგენლობით. გამარჯვებულები 3 500 ლარით დააჯილდოვა Betsson.hub-მა. ამ გუნდმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა მსგავს საინჟინრო შეჯიბრში.
🥈მეორე ადგილზე გავიდა ზურაბ ტურაბელიძის, გიორგი ქათამაძის, რატი აფციაურისა და ტატო თავაძის გუნდი სახელწოდებით BUM-BULL-BEE. მათ Upgaming-ისგან გადაეცა 2 500 ლარი.
🥉მესამე ადგილზე გავიდა გიგი შანყულაშვილის უნიკალური დიზაინისა და შესაძლებლობის რადიო-კონტროლირებადი რობოტი. გიგის კომპანია AzRy-მ საჩუქრად უახლესი 3D პრინტერი გადასცა.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026