სასწავლო ვიზიტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის ვაზის სანერგეში
17 მაისი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის ვაზის სანერგე მოინახულეს და პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარდათ აგრონომიის და მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვაზის მყნობის პროცესში.
აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის ვაზის სანერგე არის საქართველოში პირველი სანერგე, სადაც სერტიფიცირებული ვაზის ნერგის საწარმოებლად საჭირო საძირეები და საკვირტე მასალა სრულად ადგილზე იწარმოება.
სანერგე მეურნეობაში დაცულია ყველა საიზოლაციო მანძილი და აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით.
ქართველი მევენახე ფერმერი უკვე საქართველოში მიიღებს უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებულ ვაზის ნერგს.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026