მუხრანის ვაზის სანერგეს მიენიჭა "კვალიფიციური ვაზის სანერგეს" სტატუსი
07 სექტემბერი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელი ბაზის ვაზის სანერგეს მიენიჭა "კვალიფიციური ვაზის სანერგეს" სტატუსი. 2024 წლიდან მუხრანის საცდელი ბაზის სანერგე უკვე შესთავაზებს ბაზარს პირველ ნერგს.
საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა მუხრანის საცდელ ბაზაზე დაიწყო ვაზის თანამედროვე სანერგის მოწყობა. პროექტის ფარგლებში:
- გაშენდა 4 ჯიშის საძირე ვაზის სადედე ბაღი, სხვადასხვა ტიპის ნიადაგებისთვის.
- მოეწყო სანამყენე სადედე ბაღი, სადაც გაშენდა: 6 ჯიშის სუფრის ყურძნის უცხოური ჯიში და 7 ქართული საღვინე ჯიში.
- აშენდა მაღალტექნოლოგიური სამაცივრე მეურნეობა და სასტრატიფიკაციო ოთახი, ტემპერატურის და ტენიანობის მართვის სისტემებით.
- მოეწყო თანამედროვე წვეთოვანი საირიგაციო სისტემა.
- ტერიტორია შემოიღობა და გაშენდა ქარსაფარი.
სანერგე ასევე აღიჭურვა ვაზის საძირე მასალების დამამზადებელი სპეციალური ტექნიკით და სამყნობი დანადგარებით.
სანერგეს ტერიტორიაზე დამონტაჟდა ამინდის სადგური, ტემპერატურის, ტენიანობის, ნალექის, ქარის, რადიაციის საზომი სენსორები. ასევე სანერგეში დაინსტალირდა სხვადასხვა ტიპის სენსორები: ფოთლის იმიტატორები, ნიადაგის ტემპერატურისა და ტენიანობის მზომი სენსორები. ასევე, დაიდგა Iscout, რომელიც მავნებლების იდენტიფიკაციას ახდენს ვაზში.
პროექტით განხორციელებულმა სამუშაომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო მასერტიფიცირებელი ორგანოს (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის) მოთხოვნები და მუხრანის ბაზის ვაზის სანერგეს მიენიჭა "კვალიფიციური ვაზის სანერგეს" სტატუსი.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელი ბაზა მდებარეობს სოფელ მუხრანში, თბილისიდან 40 კმ-ში. მეურნეობის ფართობი შეადგენს 165 ჰექტარს. აღნიშნული ბაზა გამოიყენება როგორც კომერციული საქმიანობისთვის, ასევე სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026