ნათია რობაქიძემ მონაწილეობა მიიღო ვეტერინარულ კარდიოლოგიურ მასტერკლასში

09 მარტი 2026

ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ მონაწილეობა მიიღო ვეტერინარულ კარდიოლოგიურ მასტერკლასში, რომელიც დუბაიში ჩატარდა 

მონაწილეობის ხარჯები დაფარა კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდმა.

SkillVet-ის მიერ ორგანიზებული ვეტერინარული კარდიოლოგიის ინტენსიური მასტერკლასის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ელექტროკარდიოგრამის (ECG) ჩაწერასა და ინტერპრეტაციაზე, არითმიების ამოცნობაზე, გულის დიაგნოსტიკასა და გადაუდებელი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://skillvet.com/.../masterclass-weekend.../register

კურსს უძღვებოდა Laurent Locquet, სერტიფიცირებული სპეციალისტი ვეტერინარულ კარდიოლოგიაში (Diplomate ECVIM-CA (Cardiology)) და ნოტინგემის უნივერსიტეტის საპატიო ასისტენტ-პროფესორი. ის ცნობილია მკაფიო, კლინიკაზე ორიენტირებული სწავლების სტილით და რთული კარდიოლოგიური კონცეფციების ყოველდღიურ პრაქტიკაში მარტივად გამოყენებად ინსტრუმენტებად გადმოცემის უნარით. 

ასევე, ნათია რობაქიძემ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით 2025 წლის ზაფხულში ესპანეთში გაიარა European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS)-ის საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა კარდიოლოგიაში. 

Award