აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საავტორო ღვინოები „ახალი ღვინის ფესტივალზე“
18 მაისი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა თავიანთი საავტორო ღვინოები წარადგინეს „ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელიც 13 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართა.
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის საგნის ფარგლებში უნივერსიტეტის მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს (სავალდებულოა დააყენონ წითელი და თეთრი ღვინოები, როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური), რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.
სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. ამასთანავე, საზღვრავენ ღვინის ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, ხარისხის შეფასების მიზნით ატარებენ დეგუსტაციებს, ამოწმებენ გაწებვას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში.
ღვინის მარკეტინგის საგნის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და წარუდგენენ მომხმარებელს.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026