სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის სტუდენტები კომპანია ნიკორას ესტუმრნენ.
07 აპრილი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის III-IV კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტები ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია ნიკორას ესტუმრნენ.
სტუდენტები ნიკორას სტიპენდიანტები არიან უკვე რამდენიმე სემესტრია და ამჯერად, კომპანიამ მათ უმასპინძლა საწარმოო ტურზე წარმოების პროცესის ადგილზე გასაცნობად.
სტუდენტებმა, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, დაათვალიერეს ნიკორას საწარმო და გაეცნენ წარმოების პროცესს.
კომპანია ნიკორა უკვე რამდენიმე წელია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს გადასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026