ნატო ყულჯანიშვილი საფრანგეთში, R&D start-up კომპანია Phagos-ში მუშაობს.
14 აპრილი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული ნატო ყულჯანიშვილი ამჟამად საფრანგეთში, R&D start-up კომპანია Phagos-ში მუშაობს მკვლევარ-ასისტენტად. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ცხოველთა ფერმებში არსებულ პათოგენებზე მორგებული ბაქტერიოფაგების პროდუქტების შექმნა. ნატომ კომპანია Phagos-დან სამუშაო შეთავაზება საქართველოში ყოფნისას მიიღო.
აქამდე მოსასვლელად კი ნატომ საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა: აგრარულ უნივერსიტეტში ბიოლოგიის პროგრამის დასრულების შემდეგ მოიპოვა უნგრეთის მთავრობის სტიპენდია Stipendium Hungaricum და Eötvos Lorand University-ში ისწავლა ბიოლოგიის სამაგისტრო პროგამაზე, მოლეკულურ-იმუნო და მიკრობიოლოგიის სპეციალიზაციით. სამაგისტრო კვლევისას მუშაობდა hSSB1/hSSB2 ცილებზე და მათ თხევად-თხევადი ფაზური სეპარაციის ფენომენზე, რაც სავარაუდოდ გენომის ორგანიზირების/მოვლის ერთ-ერთი მექანიზმია.
მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ Erasmus-ის დაფინანსებით 3 თვე ესპანეთში რძის პროდუქტების შემსწავლელ ინსტიტუტში (IPLA-CSIC) მუშაობდა, სადაც შეისწავლიდა ლაქტობაქტერიების საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგებისა და ბაქტერიოცინების სინერგიის როლს. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა Phagos-ში, სადაც ამჟამად აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს.
როგორც ნატო ამბობს, სწავლისა თუ პროფესიული საქმიანობის ყოველ ეტაპზე მას ძალიან ეხმარებოდა აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მყარი საფუძველი შეუქმნა მის აკადემიურ თუ კარიერულ განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
03 სექტემბერი 2024
ელიზაბედ შახ-ნაზაროვი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით
02 სექტემბერი 2024
თამარ ხატისაშვილი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის დაფინანსებით
30 აგვისტო 2024
ნატა გიგაური სწავლას University of Debrecen-ში აგრძელებს
28 აგვისტო 2024
გიორგი ურუშაძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით
27 აგვისტო 2024