ორცხობილების სამოყვარულო კურსი
14 სექტემბერი 2026
5 სექტემბერს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში ჩატარდა ორცხობილების სამოყვარულო კურსი.
კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა, ნატა ღლონტმა, რომელიც ასევე საკონდიტრო ქრიმი · Creamy · Cheesecake & more შეფ-კონდიტერია.
მონაწილეებმა სამოყვარულო კურსის ფარგლებში მოამზადეს მიწის თხილის ორცხობილა, ამერიკული ორცხობილა და ბისკოტი. მათ მიიღეს დეტალური რეცეპტები და გასინჯეს მათ მიერ მომზადებული დესერტები.