კამპუსმა უმასპინძლა კვებისა და სასმელების სფეროში წამყვან საერთაშორისო კომპანიას - PepsiCo
15 მაისი 2023
კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა კვებისა და სასმელების სფეროში წამყვან საერთაშორისო კომპანიას - PepsiCo.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ კომპანიის ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი ლიკა საცერაძე, წარმოების ხაზის სუპერვაიზერი სოფიო მაზმანიანი, რძის ხაზის ბრენდ მენეჯერი ანა ქანთარია.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარუდგინეს PepsiCo-ს ახალი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა „PepsiCo Go”, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, კონკურსის წესით, ჩაერთონ პროგრამაში და თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გაამყარონ.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და კომპანია PepsiCo-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტების აკადემიური და კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
მსგავსი სიახლეები
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
29 ოქტომბერი 2026
დარიჩინის ფუნთუშების სამოყვარულო კურსი
23 ოქტომბერი 2026
სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში
20 ოქტომბერი 2026