პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System.
საქართველოში პირველად, ვეტერინარიუმში დაინერგა ფინური კომპანიის Mathemedix Oy-ის მიერ შექმნილი ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროს სისტემა (I-Lock Interlocking Nail System).
კლინიკა ვეტერინარიუმი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდები.
სწორედ ამ მიზნით შევიძინეთ აღნიშნული სისტემა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ თანამედროვე მიდგომას ლულოვანი ძვლების მოტეხილობების ქირურგიულ მკურნალობაში.
ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, ძვლის შიგნით მოთავსდეს სპეციალური ბლოკირებული ღერო, რომელიც დამატებით ფიქსირდება ჩამკეტი ჭანჭიკებით ისე, რომ ძვალი სტაბილურად და სწორ პოზიციაში შენარჩუნდეს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს როგორც ღერძულ, ასევე როტაციულ სტაბილურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული მოტეხილობების შემთხვევაში. სწორედ ამ უპირატესობების გამო, ადამიანთა მედიცინაში ლულოვანი ძვლების დიაფიზის მოტეხილობების დროს ძირითადად მსგავსი ტიპის ფიქსაცია გამოიყენება.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ასეთ სისტემას შეუძლია დაახლოებით 4-ჯერ მეტი დატვირთვის გაძლება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფიქსაციის საიმედოობას და ამცირებს იმპლანტის დაზიანების ან მარცხის რისკს.
2024 წლის სამეცნიერო სტატიაში “A generic precurved interlocking nail is more compatible with femoral and tibial morphology than a straight nail in dog” ვკითხულობთ: “Interlocking nails have been shown to offer greater stiffness in compression and 4-point bending and greater resistance to failure in compression, torsion, and 4-point bending than locking compression plates.”
ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად მცირდება რბილი ქსოვილების დაზიანება, რაც ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს საბოლოო შედეგს.
ამ ინვესტიციით ვეტერინარიუმი აგრძელებს თანამედროვე ვეტერინარული ქირურგიის განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი ერთიანდება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობისთვის.
სამეცნიერო სტატია იხილეთ აქ: https://hal.science/hal-04987433v1/document
ფოტოები გადაღებულია ვეტერინარიუმში.
მსგავსი სიახლეები
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026
ცოდნა, შრომა, თავისუფლება
17 მარტი 2026
მაღალი საანესთეზიო რისკის კლინიკური შემთხვევა
15 მარტი 2026