საჯარო ლექცია – „უკრაინა: არსებული და მომავალი ეკონომიკური გამოწვევები“
25 აპრილი 2023
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში ბულგარელი რეფორმატორის კრასენ სტანჩევის საჯარო ლექცია – „უკრაინა: არსებული და მომავალი ეკონომიკური გამოწვევები“ ჩატარდა კამპუსში. მას თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება მიენიჭა.
კრასენ სტანჩევი არის მაკროეკონომისტი და საჯარო სექტორის კვლევების პროფესორი სოფიას უნივერსიტეტში. ის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული ბულგარელი მკვლევარია.
სტანჩევი იყო საბაზრო ეკონიმიკის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი (1993-2006). ასევე, ის იყო ბულგარეთის საკონსტიტუციო ასამბლეის ყოფილი წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე (1990-1991).
კრასენ სტანჩევი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ცენტრალური დაგეგმარებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი აღიარებული რეფორმატორია.
მსგავსი სიახლეები
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
29 ოქტომბერი 2026
დარიჩინის ფუნთუშების სამოყვარულო კურსი
23 ოქტომბერი 2026
სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში
25 სექტემბერი 2026