რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
15 ივნისი 2026
აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ინჟინერიითა და პროგრამირებით დაინტერესებული სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით 5 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026.
პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Pirelli - ალექსანდრე მთვარელიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის შენობების სისტემების ინჟინერიის პროგრამა), ზურაბ მურდალაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამა). გამარჯვებულები Upgaming-მა დააჯილდოვა 2500 ლარით.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Musty Flick - დაჩი ნაზრიშვილი, მიხეილ კალანდარიშვილი, ნინი გოცაძე და რატი გოგიჩაშვილი (აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა).
Upgaming-მა დააჯილდოვა 1500 ლარით.
მესამე ადგილზე გავიდა გუნდი BUM-BULL-BEE - ზურაბ ტურაბელიძე, გიორგი ქათამაძე, რატი აფციაური და ტატო თავაძე (აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა). კომპანია AzRy-მ გუნდი დააჯილდოვა 500 ლარით.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026