საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საერთაშორისო ბანაკი 2026
09 ივლისი 2026
18-25 ივნისის განმავლობაში კახა ბენდუქიძის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საერთაშორისო ბანაკი 2026 ჩატარდა.
საერთაშორისო ბანაკი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.
ბანაკში მონაწილეობდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული ქართველი, ჩეხი და სლოვაკი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საერთაშორისო ბანაკის ფარგლებში ჩატარდა: სალექციო და სასემინარო კურსები, სამეცნიერო ვორქშოფები, დისკუსიები, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტები, სტუდენტური მოხსენებები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები, სპორტული აქტივობები, ღამის თამაშები და კულინარიული შოუ, რომელიც გულისხმობდა მონაწილეების მიერ თავიანთი ტრადიციული კერძების მომზადებას.
ბანაკის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს:
- ვატო ლეჟავამ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა
- პეტრ კუბერნატმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში
- მატიუშ ბუსოვსკმა, სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში
- პეტრ ჰოლზაუერმა, პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ქიმიური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
- ელიზბარ ელიზბარაშვილმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანმა
ბანაკი ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაფინანსებით და პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UCT Prague) და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის (CU Bratislava) მხარდაჭერით ჩატარდა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საერთაშორისო ბანაკი ჩატარდა კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის თანადაფინანსებით.