საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის დოქტორანტებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

18 მარტი 2024

სადოქტორო საგრანტო კონსურსში გაიმარჯვეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის ორმა დოქტორანტმა. სადოქტორო საგრანტო კონკურსი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია. 

ისინი 3 წლის განმავლობაში სადოქტორო ნაშრომის შესასრულებლად იმუშავებენ იულიხის ინჟინერიისა და ანალიტიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (Central Institute of Engineering and Analytics, ZEA):

  • გიორგი კაკაბაძე, მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, იმუშავებს ZEA-1 Engineering and Technology ინსტიტუტში თემაზე „ოპტიკური სისტემების გამოსახულების ხარისხზე თერმო-მექანიკური ზეგავლენის მინიმიზაცია.“
  • რატი ჩხეტია, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, იმუშავებს ZEA-2 Electronic Systems ინსტიტუტში თემაზე „ნიადაგის საკვლევი მაღალი გარჩევის უნარიანობის GPR მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია და დამოწმება.“

დოქტორანტების გერმანიაში 3 წლის განმავლობაში ყოფნა ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ.

18 03 18 03 2