საჯარო დისკუსია „გზა თავისუფლებისაკენ: უკრაინა, საქართველო” - თავდაცვის პანელი
27 აპრილი 2022
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, 19 აპრილს კამპუსში ჩატარდა საჯარო დისკუსია „გზა თავისუფლებისაკენ: უკრაინა, საქართველო” - თავდაცვის პანელი.
დისკუსიის სპიკერები იყვნენ სანდრო წერეთელი და უჩა აბაშიძე, ხოლო მოდერატორი - ვატო ლეჟავა
სანდრო წერეთელი თავდაცვის ძალების ყოფილი ლეიტენანტი, პროფესიით იურისტი და პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტია საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. იგი იურისტის პროფესიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაეუფლა, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში შეისწავლა.
უჩა აბაშიძე პროფესიით პროგრამისტი, განათლებით ფიზიკოსი და შეთავსებით სამხედრო ჟურნალისტია. ის არის 2008 წლის ომის მონაწილე, სამხედრო თემების პოპულარული განმანათლებელი და ტელეგრამში ყველაზე რეიტინგული ქართული ჯგუფის - „უკრაინის ამბები“ - შემქმნელი.
ვატო ლეჟავა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორია. 2004-2008 წლებში იყო კახა ბენდუქიძის მოადგილე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისში. 2009-2012 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, 2012 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026