სამოყვარულო კულინარიული კურსი Strada-ს თანამშრომლებისთვის
10 მაისი 2026
კულინარიის აკადემიაში Strada-ს თანამშრომლებისთვის სამოყვარულო კულინარიული კურსი ჩატარდა.
Strada რესტორენების ქსელია, რომელიც სტუმრებს ამერიკულ და აზიურ სამზარეულოს სთავაზობს.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა კულინარიის აკადემიის ლექტორთან, ილია ბენაშვილთან ერთად მოამზადეს ქართული სამზარეულოს რამდენიმე გამორჩეული კერძი:
- ისპანახის ფხალი მწვანე ლობიოთი და სატაცურით
- ჩაქაფული
- გებჟალია
კერძების მომზადების შემდეგ, მონაწილეებმა ერთად მიირთვეს საკუთარი ხელით მომზადებული კერძები.
წელს Strada 12 წლის გახდა და სწორედ ამიტომ, კულინარიის აკადემიამ მის თანამშრომლებს საჩუქრად გადასცა ჩვენი ავტორობით გამოცემული წიგნი - „ქართული გემო“.
მსგავსი სიახლეები
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
29 ოქტომბერი 2026
დარიჩინის ფუნთუშების სამოყვარულო კურსი
23 ოქტომბერი 2026
სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში
25 სექტემბერი 2026