სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში

23 ოქტომბერი 2026

5-9 ოქტომბერს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ჯენიფერ მერფი როუმიგი იმყოფებოდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით.

ვიზიტის ფარგლებში კულინარიის აკადემიაში ჩატარდა სამოყვარულო კურსი 

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა კულინარიის აკადემიის ლექტორებთან, თინა ვაშაკიძესთან და ირკა ქელეხსაშვილთან ერთად მოამზადეს ქართული სამზარეულოს რამდენიმე გამორჩეული კერძი: 

  • ხინკალი
  • ნიგვზიანი ბადრიჯანი

კერძების მომზადების შემდეგ, მონაწილეებმა ერთად მიირთვეს საკუთარი ხელით მომზადებული კერძები 

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და მას ახორციელებს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

Us1 Us2 Us3 Us4