საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ჩეხურ-სლოვაკურ დელეგაციას უმასპინძლა
07 მაისი 2026
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს 24-27 აპრილს სტუმრობდა პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UCT Prague) და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის (CU Bratislava) დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის „ბაზალეთი 2026-ის” საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიება წარმოადგენს ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგს, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოები. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ვატო ლეჟავას მიწვევით, ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი (Petr Kubernát) და სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუშოვსკი (Matúš Bušovský) პირადად ეწვივნენ უნივერსიტეტს. მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი, ვეტერინარული კლინიკა, სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, ამპელოგრაფია და ენოთეკა.
მსგავსი სიახლეები
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026
ქართული საგაზაფხულო კერძების საქველმოქმედო მასტერკლასი
29 მაისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო გაკვეთილი
24 მაისი 2026