საქართველოს კულინარიის აკადემიაში კულინარიული ამფითეატრი გაკეთდა
24 ნოემბერი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში კულინარიული ამფითეატრი გაკეთდა, რომელიც კულინარიული მასტერკლასების ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.
კულინარიულ ამფითეატრში მასტერკლასები ჩატარდება მზარეულის, კონდიტერის, კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებისათვის.
22 ნოემბერს პირველი მასტერკლასი ჩატარდა კულინარიის აკადემიის სტუდენტებისათვის.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
06 მარტი 2026
მზარეულის პროგრამის სტუდენტები სწავლობენ ზღვის პროდუქტის დამუშავებას
05 მარტი 2026
საკონდიტრო პროგრამის ლექციები
04 მარტი 2026
კულინარიის აკადემიის სტუდენტები და მათ მიერ მომზადების ტექნოლოგია
03 მარტი 2026
საკონდიტროს სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული დესერტები
02 მარტი 2026