საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა “Spring School on Soil and Soil Survey“ უმასპინძლა.
25 მარტი 2023
საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა 6-10 მარტს ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას “Spring School on Soil and Soil Survey“ უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ GIZ წარმომადგენლები იან შტაუბახის ხელმძღვანელობით და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. სალექციო კურსს უძღვებოდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი პეტერ შადი და დოქტორანტი ვინცენტ ბუნესი.
მათ სტუდენტებს გააცნეს WRB (ნიადაგური რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა), ნიადაგების კლასიფიცირების და აღწერის საერთაშორისო მეთოდები. აღნიშნული საკლასიფიკაციო სისტემა განახლდა 2022 წლის დეკემბერში. სემინარები მოიცავდა, როგორც თეორიულ სწავლებას, აგრეთვე პრაქტიკულ საველე გასვლებს. სალექციო კურსის დასრულებისას, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026