სტუდენტების შექმნილი ქართული ღვინის ინდექსი
10 ივნისი 2024
მატრიცაზე წარმოდგენილია ქართული ღვინის ინდექსი.
ქართული ღვინის ინდექსი შექმნეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, ღვინის მარკეტინგის საგნის ფარგლებში, ლექტორის ბექა კოკაიას ხელმძღვანელობით.
მატრიცის ღერძებია იშვიათი/გავრცელებული ჯიშები და ღვინის დაძველების პოტენციალი/ცინცხალი არომატები.
საქართველოში დადასტურებულად არსებობს ვაზის 525 ჯიში, თუმცა, დღეს იწარმოება ბევრად ნაკლები.
ინდექსის შექმნის მიზანია ქართული ღვინით დაინტერესებულმა ადამიანმა ნახოს ბაზარზე წარმოდგენილი ტოპ-50 ქართული ღვინოებიდან რომელია ფარდობითად ყველაზე გავრცელებული ან იშვიათი და ფარდობითად რომელს აქვს დაძველების მეტი პოტენციალი და/ან ცინცხალი არომატები.
მსოფლიო მეღვინეობაში დიდწილად ამ პარამეტრების მიხედვით დგება ღვინის ფასი.
მსგავსი სიახლეები
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026