სტუდენტური ღვინის ფესტივალი
19 ივლისი 2021
კახა ბენდუქიძის კამპუსში სტუდენტური ღვინის ფესტივალი ჩატარდა. სტუდენტური ღვინის ფესტივალი აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის დამამათავრებელი კურსის ნაწილია.
სტუდენტები უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიაში, ღვინის თანამედროვე და ტრადიციულ მარნებში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს. მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტების ღვინოების ეტიკეტს პროგრამის სტუდენტებთან ერთად ქმნიან თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის პროგრამის - VA[A]DS-ის სტუდენტები.
სტუდენტური ღვინის ფესტივალისას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ღვინის სპეციალისტები, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ სტუდენტების ღვინოებს და შეაფასეს ცალკეული კომპონენტების მიხედვით.
გამოვლინდა გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო თეთრი ღვინო
- საუკეთესო წითელი ღვინო
- საუკეთესო ქვევრის ღვინო
- საუკეთესო მარკეტინგული კონცეფცია
- საუკეთესო კომუნიკაცია-პრეზენტაცია
სტუდენტები თვითონ არჩევენ ყურძნის ჯიშსა და ტექნოლოგიას, მართავენ ღვინის შექმნისათვის საჭირო ყველა პროცესს, ამუშავებენ ღვინის კონცეფციას და დასაგემოვნებლად წარუდგენენ მომხმარებელს.
მსგავსი სიახლეები
25 სექტემბერი 2026
ხინკლის სამოყვარულო კურსი
17 სექტემბერი 2026
იტალიური დესერტების სამოყვარულო კურსი
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
14 სექტემბერი 2026