სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სწავლა.
30 ივნისი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სწავლა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 5 მაისს გაიმართა.
პროგრამა შემუშავდა კერძო სექტორთან პარტნიორობით და მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი ცოდნის მქონე კვალიფიციური კადრების მომზადებას.
კურსდამთავრებულებმა შეიძინეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად შექმნან, დანერგონ, მართონ და განავითარონ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები სურსათის წარმოების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ბიზნესოპერატორისთვის.
კურსდამთავრებულებმა წარმატებით გაიარეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის: სურსათის მიკრობიოლოგია და ქიმია, სურსათის საფრთხეები, პრერეკვიზიტული პროგრამები (GHP, GMP, GDP), HACCP სისტემა და სხვა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:
- ვატო ლეჟავამ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა
- ჟუჟა ხაჭაპურიძემ, სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა.
მსგავსი სიახლეები
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025
ნუტრიმაქსის ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
26 სექტემბერი 2025