თაია კოტორაშვილი კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა
19 ივნისი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის (ქიმიის მიმართულება) მეორე კურსის სტუდენტი თაია კოტორაშვილი კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (UPC - Universitat Politècnica de Catalunya).
ის ჩართული იყო UPC-ის ქიმიური ინჟინერიის დეპარტამენტის კვლევაში, სადაც პროფესორი ჯორდი პუიჯალის ხელმძღვანელობით განახორციელა მის მიერ დასინთეზებული ახალი კატიონური თანაპოლიმერების სტრუქტურის კვლევა 1H ბმრ სპექტროსკოპიით, ასევე, მოლეკულური მასების განსაზღვრა გელშეღწევადი ქრომატოგრაფიით (GPC).
თაია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტში მუშაობს პროექტზე: „წამლის გადამტანი დისპერსიული და ბაქტერიციდული სისტემები კატიონური ფსევდოპროტეინების საფუძველზე.“ პროექტი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში.
ასევე, თაია არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026