თამარ ქავთარაძე სწავლას აგრძელებს Montpellier Business School (MBS)-ის საბაკალავრო პროგრამაზე

21 იანვარი 2026

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამარ ქავთარაძე სწავლას აგრძელებს ერთი წლით Montpellier Business School (MBS)-ის საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე.

პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან საგნებს საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის, სტრატეგიულ მენეჯმენტს, საერთაშორისო მარკეტინგს, კორპორაციულ ფინანსებს, ადამიანური რესურსების მართვას და სხვა პრაქტიკულ მოდულებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტის მომზადებას გლობალური ბიზნეს გარემოსთვის.

თამარმა გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა უნივერსიტეტის სტიპენდია, რაც მოიცავს სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

Თამარ Ქავთარაძე