TeachAVC 2026 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
10 აგვისტო 2026
2026 წლის 6-17 ივლისს, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა TeachAVC 2026 საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, რომელიც “ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის ინოვაციური პედაგოგიური მიდგომა აგრონომიაში” (TeachAVC) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
თორმეტი ინტენსიური დღის განმავლობაში, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიურ პერსონალი აწარმოებდნენ ალაოს ქერისა და ლუდის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს - ნაკვეთიდან საბოლოო მომხმარებლამდე.
პროგრამა მოიცავდა ეკონომიკურ ანალიზს, საველე კვლევას და ადგილობრივი აგროსასურსათო სექტორის შესწავლას. სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა ჩაატარეს ფოკუს ჯგუფები და გამოკითხეს ბაზრის დაინტერესებული მხარეები. ასევე, ეწვივნენ ლუდსახარშებს, რათა გაცნობოდნენ ადგილობრივ ქერის ჯიშებს და ლუდის წარმოების სპეციფიკას.
პროგრამის აკადემიური ნაწილი შეგროვებული მონაცემების დამუშავებით, ღირებულებათა ჯაჭვის დიაგრამების შექმნით, ინდივიდუალური დაინტერესებული მხარეებისთვის ეკონომიკური ანგარიშების მომზადებით და საბოლოო შედეგების საერთაშორისო გუნდისთვის წარდგენით დასრულდა.
ზაფხულის სკოლა ორგანიზებული იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, Poznań University of Life Sciences-ის, University of Banja Luka-ის, ISTOM Angers-ის და Czech University of Life Sciences Prague-ის მიერ. პროექტი დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის მიერ.