თემურ ქანთარიას მორიგი წარმატება
28 ივლისი 2020
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის და მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) მეცნიერების ერთობლივი სტატია სახელწოდებით "Biodegradable nanoparticles based on pseudo-proteins show promise as carriers for ophthalmic drug delivery“ გამოქვეყნდა პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალში Journal of Ocular Pharmacology and Therapeutics (IF=1.925).
სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი გახლავთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიის აკადემიური დოქტორი თემურ ქანთარია. კვლევა დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (გრანტი #FR17_102) და ნაწილობრივ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ (Joint Rustaveli-DAAD-fellowship programme-ის ფარგლებში თემურ ქანთარიას მიერ მოპოვებული სტიპენდია).
სტატიაში გამოქვეყნებულია კვლევის შედეგები, რომლებიც ეხება ბიოდეგრადირებადი წამლის გადამტანი პოლიმერული ნანოკონტეინერების შემუშავებას ოფთალმოლოგიური პრეპარატების თვალში შეყვანისათვის. ნაშრომში აღწერილია ქართველი მეცნიერების მიერ მიღებული სხვადასხვა ტიპის ფლუორესცენტული ნიშნულით დატვირთული ფსეფდოპროტეინული ნანონაწილაკების in vitro და in vivo შეღწევადობა თვალის ბარიერებში და ნაჩვენებია, რომ მიღებული ნაწილაკები პერსპექტიულია, როგორც წამლის მიმწოდებელი სისტემები.
მსგავსი სიახლეები
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026