თენგიზ და თემურ ქანთარიებმა გააკეთეს მოხსენებები ავსტრიაში საერთაშორისო კონგრესზე
06 აპრილი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ქიმიის დოქტორებმა თენგიზ და თემურ ქანთარიებმა თავიანთი მიმდინარე კვლევების შესახებ გააკეთეს მოხსენებები ავსტრიაში საერთაშორისო კონგრესზე - „4th International Congress on Advanced Materials Sciences and Engineering (AMSE-2023, Vienna, Austria, View Congress)“.
მულტიდისციპლინური კონგრესი მოწინავე მასალებისა და ტექნოლოგიების შესახებ ითვალისწინებდა 500-ზე მეტ მოხსენებას მსოფლიოს 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.
თენგიზ ქანთარიას მოხსენება სახელწოდებით “New Degradable AB-type 1,2,3- Triazole Polyesters via ‘Click Chemistry” ეხებოდა ახალი დეგრადირებადი AB-ტიპის პოლიესტერების სინთეზს “კლიკ ქიმიის” გამოყენებით და მიღებული ბიომასალების სტრუქტურის, ხსნადობისა და დეგრადაციის შესწავლას, ხოლო თემურ ქანთარიას პრეზენტაცია სახელწოდებით “Dexamethasone loaded pseudo- protein nanoparticles for ocular drug delivery” იყო დექსამეთაზონით დატვირთული ნანო-ნაწილაკების შემუშავების შესახებ წამლის თვალში მიწოდებისათვის, კერძოდ, ის ეხებოდა პსევდოპროტეინული ნანო-ნაწილაკების წამლით დატვირთვის ეფექტიანობისა და წამლის გამოთავისუფლების კინეტიკის კვლევას.
თენგიზ და თემურ ქანთარიების კონგრესში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
მსგავსი სიახლეები
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025
ნუტრიმაქსის ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
26 სექტემბერი 2025
ნინო ქაჩლიშვილი კვლევითი პროგრამით იმყოფებოდა შვედეთში, Karolinska Institute-ში
24 სექტემბერი 2025