თენგიზ ქანთარიას კვლევითი პროექტის სტატია გამოქვეყნდა SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში
01 მარტი 2023
აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერის, ქიმიის დოქტორის, თენგიზ ქანთარიას კვლევითი პროექტის "ახალი ბიოდეგრადირებადი ანტიმიკრობული პოლიმერების სინთეზი" ძირითადი შედეგები ორიგინალური სტატიის სახით გამოქვეყნდა SCOPUS-ის ბაზაში არსებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Asian Journal of Chemistry“ (იხ. სტატია ბმულში View Article: Tengiz Kantaria, Temur Kantaria, A. Vanishvili, S. Kvinikadze, D. Klinger, R. Katsarava. Synthesis of new degradable AB-type polyesters with 1,2,3-triazole rings in the backbone via “click” step-growth polymerization. Asian Journal of Chemistry, Vol. 35, No. 3, pp 649-654, 2023).
სტატიის თანაავტორები არიან თენგიზ ქანთარია, თემურ ქანთარია, ალექსანდრე ვანიშვილი, სოფიკო კვინიკაძე, დანიელ კლინგერ (Daniel Klinger) და რამაზ ქაცარავა.
აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით „Synthesis of new degradable AB-type polyesters with 1,2,3-triazole rings in the backbone via “click” step-growth polymerization“ ეხება ახალი დეგრადირებადი ალიფატური AB-ტიპის პოლიესტერებისა და თანა-პოლიესტერების სინთეზს „კლიკ“-პოლიმერიზაციით. ნაშრომში ასახულია აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, თენგიზ ქანთარიას მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ძირითადი შედეგები, რომლებიც მიღებულია გერმანელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან (პროფესორ კლინგერის ჯგუფი). კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით.
სტატიის ბმული: https://asianjournalofchemistry.co.in/.../viewarticle...
მსგავსი სიახლეები
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026
ახალი ღვინის ფესტივალი
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025