ტრენინგი მწერების მრავალფეროვანი კოლექციების საერთო ბაზის შესახებ
06 აპრილი 2022
კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა ტრენინგი მწერების მრავალფეროვანი კოლექციების საერთო ბაზის გამოყენების შესახებ. გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს პროექტის - „კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირება (CaBOL)” - ფარგლებში უნივერსიტეტს ეწვივნენ სტუმრები გერმანიიდან, პროექტის კოორდინატორი დოქტორი ნილს ჰეინი და ალექსანდრ კოენიგის ზოოლოგიური მუზეუმის ენტომოლოგიური კოლექციის კურატორი ბიორნ რულიკი.
აღნიშნული პროექტის მიზანია კავკასიის ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დნმ ბარკოდირება და კატალოგიზირება.
გერმანიაში მიმდინარე მსგავსი პროექტისა (BBOL) და 2018-2019 წლებში განხორციელებული ქართულ-გერმანული საპილოტე პროექტის (GGBC) ფარგლებში მიღებული გამოცდილების ხარჯზე, CaBOL-ის მიზანია გახდეს წამყვანი კავკასიაში ბიომრავალფეროვნების კვლევის მიმართულებით და განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა კავკასიის რეგიონში.
CaBOL არის ქართველი, სომეხი და გერმანელი პარტნიორების ერთობლივი პროექტი. ამჟამად მისი პარტნიორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აგრარული უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), ერევნის ზოოლოგიისა და ჰიდროეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი (სომხეთი), გოტინგენის ჯორჯ-ავგუსიტის უნივერსიტეტი (გერმანია), კოლბენც ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია) და ალესანდრე კოენიგის ზოოლოგიის კვლევითი მუზეუმი (გერმანია).
კამპუსში შეხვედრას ორგანიზებას უწევდა პროექტის პარტნიორი აგრარული უნივერსიტეტიდან, პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი.
ვიზიტის მიზანი იყო პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და პერსონალისათვის ჩატარებულიყო ვორქშოფი თემაზე: ელექტრონული ბაზის „კოლექციის მრავალფეროვნება“ – “Diversity Collection” გამოყენება, მონაცემთა შეყვანა, კორექტირება და მართვა.
ვორქშოფს ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის 5 სტუდენტი, ილიაუნის 12 სტუდენტი და სტუმარი გერმანიიდან, დოქტორი მარკუს აკერმანი.

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერი 2024
კამპუსში 2024-2025 სასწავლო წლის მეორე გაცნობით პროგრამა ჩატარდა

02 ნოემბერი 2024
2024-25 სასწავლო წლის პირველი გაცნობითი პროგრამა ჩატარდა

01 აგვისტო 2024
ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი

30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში

17 ივლისი 2024