ვეგანური დესერტების სამოყვარულო კურსი

27 მარტი 2026

21 მარტს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში ჩატარდა ვეგანური დესერტების სამოყვარულო კურსი. 

პრაქტიკული კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის ლექტორმა, ნატა ღლონტმა. 

მონაწილეებმა სამოყვარულო გაკვეთილის ფარგლებში მოამზადეს უგემრიელესი ვეგანური ჩიზქეიქი და ფინიკის ბარეტი. მათ მიიღეს დეტალური რეცეპტები და გასინჯეს თავიანთი მომზადებული დესერტები.

ასეთი სამოყვარულო კურსები არის შესანიშნავი შესაძლებლობა კულინარიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, შეისწავლონ ახალი ტექნიკები და რეცეპტები. 

Veg1 Veg3 Veg4