წუწაობა 2023
15 აგვისტო 2023
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში წუწაობის ტრადიცია არსებობს, რომლითაც მეოთხეკურსელი სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას აღნიშნავენ და უნივერსიტეტის მენეჯმენტს, ლექტორებსა და ერთმანეთს დაუნდობლად წუწავენ.
წუწაობის ტრადიცია ბიზნესის სკოლიდან მოდის და შემდეგ კი სხვა სკოლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.
„წუწაობა 2023“ კი იმით იყო გამორჩეული, რომ წელს პირველად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ და სხვადასხვა ფერის მაისურებით წარსდგნენ.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მაისურის ფერების მიხედვით იყვნენ წარმოდგენილი:
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ESM - მუქი ლურჯი მაისურები
- საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა - ბორდოსფერი მაისურები
- სამართლის პროგრამა - იასამნისფერი მაისურები
- მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა MACS[E] - ვარდისფერი მაისურები
- ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა MACS[E] - ცისფერი მაისურები
- ფიზიკის პროგრამა - ნაცრისფერი მაისურები
- მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები
- არქიტექტურის პროგრამა VA[A]DS - შავი მაისურები
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები კი შემდეგი ფერის მაისურებით:
- სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა - ფირუზისფერი მაისურები
- ინჟინერიის პროგრამები - თეთრი მაისურები
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - ნარინჯისფერი მაისურები
- აგრონომიის პროგრამა - ელექტრიკი ღია მწვანე მაისურები
- ბიოლოგიის პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები ქიმიის პროგრამა - ხაკისფერი მაისურები
მსგავსი სიახლეები
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026
ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში
02 თებერვალი 2026