Welcome Party 2023
23 ოქტომბერი 2023
6 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსის ეზოში ჩატარდა Welcome Party თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლის მუსიკალურ ნაწილზეც იზრუნეს Solo Gagua-მ და მწვანე ოთახმა.
Welcome Party-ს ფარგლებში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ. ასევე, მათ დააჯილდოვეს:
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირველკურსელები, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ
- თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხული ოლიმპიელები
- საველე პრაქტიკის ფარგლებში გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.
სტუდენტებს ასევე მიმართეს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დაარსებულმა ალუმნი ფონდმა, რომელმაც დაანონსა სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ინიციატივები.
კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის და სამართლის პროგრამის საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელებს გადაეცათ კერძო კომპანიების დაწესებული ერთწლიანი სასწავლო გრანტი.
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026