Welcome Party 2025
21 ოქტომბერი 2025
25 სექტემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსის ეზოში ჩატარდა Welcome Party აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლის მუსიკალურ ნაწილზეც იზრუნეს gagalens-მა და LOUDspeakers-მა.
Welcome Party-ს ფარგლებში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ. ასევე, მათ დააჯილდოვეს:
- აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პირველკურსელები, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ
- აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხული ოლიმპიელები
- საველე პრაქტიკის ფარგლებში გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის, სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამის, აგრონომია, ლანდშაპტის მენეჯმენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის და თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის, სამართლის სკოლის საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელებს გადაეცათ კერძო კომპანიების დაწესებული ერთწლიანი სასწავლო გრანტი.
#Students #AgrUni #FreeUni #BendukidzeCampus
მსგავსი სიახლეები
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
29 ოქტომბერი 2026
დარიჩინის ფუნთუშების სამოყვარულო კურსი
23 ოქტომბერი 2026
სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიაში
25 სექტემბერი 2026