წუწაობა 2024
21 ივნისი 2024
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წუწაობის ტრადიცია არსებობს, რომლითაც მეოთხეკურსელი სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას აღნიშნავენ და უნივერსიტეტის მენეჯმენტს, ლექტორებსა და ერთმანეთს დაუნდობლად წუწავენ.
წუწაობის ტრადიცია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლიდან (ESM) მოდის და შემდეგ კი სხვა სკოლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. 2023 წელი კი იმით იყო გამორჩეული, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ და სხვადასხვა ფერის მაისურებით წარდგნენ.
2024 წლის წუწაობაზე თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მაისურის ფერების მიხედვით იყვნენ წარმოდგენილი:
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - მუქი ლურჯი მაისურები
- საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა - ვარდისფერი მაისურები
- სამართლის პროგრამა - ლურჯი მაისურები
- მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა - მუქი იასამნისფერი მაისურები
- ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა - შავი მაისურები
- შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამა - ყვითელი მაისურები
- მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამა - ბორდოსფერი მაისურები
- ფიზიკის პროგრამა - ნარინჯისფერი მაისურები
- ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამა - შავი მაისურები
- არქიტექტურის პროგრამა - ხაკისფერი მაისურები
აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები კი შემდეგი ფერის მაისურებით:
- ვეტერინარიის პროგრამა - იასამნისფერი მაისურები
- სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა - შავი მაისურები
- მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა - წითელი მაისურები
- ინჟინერიის პროგრამები - სალათისფერი მაისურები
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - მწვანე მაისურები
- აგრონომიის პროგრამა - ელექტრიკი ღია მწვანე მაისურები
- ბიოლოგიის პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები
- ქიმიის პროგრამა - ცისფერი მაისურები
მსგავსი სიახლეები
19 ივნისი 2026
მსხლის ტარტი და ქუქისები
18 ივნისი 2026
მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
15 ივნისი 2026
საუზმეების სამოყვარულო კურსი
15 ივნისი 2026
რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
08 ივნისი 2026