წუწაობა 2025
05 ივლისი 2025
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში დამკვიდრდა წუწაობის ტრადიცია, რომელიც მეოთხეკურსელ სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების ხმაურიანად აღნიშვნის საშუალებას აძლევს. ამ დღეს სტუდენტები ერთმანეთს, ლექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს დაუნდობლად წუწავენ.
წუწაობის ტრადიცია თავდაპირველად თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ESM) ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, ამ ინიციატივას სხვა პროგრამების სტუდენტებიც შეუერთდნენ. დღესდღეობით წუწაობის ტრადიცია უკვე მთლიანად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტური კულტურის ნაწილი გახდა.
წელსაც სტუდენტები პროგრამების მიხედვით სხვადასხვა ფერი მაისურებით, მაისურებზე საგულდაგულოდ შერჩეული წარწერებითა და წყლით სავსე იარაღით შეიკრიბნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში.
მსგავსი სიახლეები
10 ნოემბერი 2026
2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა
05 ნოემბერი 2026
Welcome Party
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
30 ოქტომბერი 2026