ჟუჟა ხაჭაპურიძეს აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
03 აპრილი 2023
ჟუჟა ხაჭაპურიძეს 2022 წლის ნოემბერში მიენიჭა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კასელის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით განხორციელდა, ფოლკსვაგენის (VW) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. კვლევა ქართული ღვინოების ანტილიპაზურ აქტივობას შეეხებოდა. ჟუჟას სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში.
ასევე, ჟუჟა სწავლობდა უნგრეთში, აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში (Hungarian University of Agriculture and Life Sciences), სურსათის მეცნიერების და ტექნოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე და 2019 წელს მას მიენიჭა სურსათის ინჟინერის მაგისტრის კვალიფიკაცია.
ჟუჟას სამაგისტრო ნაშრომი დაცული აქვს თემაზე: “ზოგიერთი ზეთოვანი კურკის დაწნეხვით მიღებული ფქვილის გავლენა ხორბლის ფქვილის ცომის რეოლოგიურ მახასიათებლებზე”. კვლევა უნგრული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში განხრცილედა. კვლევის შედეგები წარდგენილი იყო მარცვლეულის ქიმიის საერთაშორისო ასოციაციის (ICC) მეცხრამეტე კონფერენციაზე “მეცნიერება ხვდება ტექნოლოგიას.”
ჟუჟა ხაჭაპურიძემ 2016 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.
ჟუჟა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ხელმძღვანელობს. ის კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: სურსათის რეოლოგია და სენსორული ანალიზი, სურსათის ინგრედიეტები, სურსათის უვნებლობა, ახალი სასურსათო პროდუქტის შექმნა და განვითარება.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025