აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის აღწერა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს აგრარულ მეცნიერებებში, კერძოდ, აგრონომიაში, ვეტერინარიაში, მეცხოველეობაში, სასურსათო ტექნოლოგიასა და სატყეო საქმეში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, ახალი ცოდნის შექმნასა და მისი დანერგვის ხელშეწყობას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დოქტორანტი დაეუფლოს უახლეს მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას აგრარულ მეცნიერებებში და დოქტორის კვალიფიკაციის მოპოვების შემდეგ, შეძლოს სამეცნიერო საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას თბილისის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის თანამშრომლობას, კერძოდ, აგრონომიისა და ლანდშაფტის სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიების სკოლა, ვეტერინარიის სკოლა.

ასევე, პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან. პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტებს შორის იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი აკადემიური გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია, ინოვაციური კვლევების წარმოებისა და ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნისათვის.

ეს პრინციპი აისახება პროგრამის ინდივიდუალიზებულ მიდგომაში, რაც მკაფიოდ არის გამოხატული კურიკულუმის სტრუქტურასა და შინაარსში ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის სპეციფიკაში.

სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.

კურიკულუმი

აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს:

  • აკადემიური წერას დოქტორანტებისთვის
  • სადისერტაციო კვლევის მომზადებას
  • რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს
  • სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტს
  • სწავლებას უმაღლეს განათლების სისტემაში
  • სადოქტორო სემინარებს

სასწავლო კომპონენტი, ერთი მხრივ, მოიცავს კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტი მოიცავს კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი, რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეფცია და მეთოდოლოგიური ჩარჩო. 

კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სტატიის სავალდებულო გამოქვეყნებას კვლევითი კომპონენტის შესრულებისათვის.

პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.

როგორ ჩავაბაროთ აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე 2023 წელს?

დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად);
  • CV
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ
  • მაგისტრის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს:
    • კვლევის საგანს;
    • საკვლევი თემის აღწერას და საკვლევი საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას;
    • სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერას.
  • ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობს შემთხვევაში). ვისაც მსგავსი დოკუმენტი არ გაქვთ ან დოკუმენტს ვადა გაუვიდა, საჭიროა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენაში.

ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფორმატში. ამისთვის, უნდა ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა, PDF-ის ერთ ფაილში გააერთიანოთ ყველა დოკუმენტი  და გამოაგზავნოთ მისამართზე phd.application@agruni.edu.ge.

მიღების პროცედურა

  • ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია კანდიდატის მიერ ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის შემოწმება.
  • ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გაივლით გასაუბრებას. გასაუბრების მიზანია, უნივერსიტეტი გაეცნოს თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არჩეული სფეროს შესახებ ცოდნას და მოტივაციას.

სკოლის შესახებ

აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის:

აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის:

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge
Თეო Ურუშაძე

თეო ურუშაძე

პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

t.urushadze@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ნატო Კობახიძე

ნატო კობახიძე

პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

n.kobakhidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge