ზინიკო შავერდოვა სწავლას აგრძელებს Dartmouth College-ში
11 სექტემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული ზინიკო შავერდოვა სწავლას აგრძელებს Dartmouth College-ში, Thayer School of Engineering-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე, სადაც იგი შეისწავლის ნანონაწილაკების, ფაგური ლიზატისა და ცვალებადი მაგნიტური ველის მოქმედებით სიმსივნის მიკროგარემოს ცვლილების მოლეკულურ მექანიზმებს.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლისას ზინიკოს განსაკუთრებული ინტერესი იყო იმუნოლოგიის, უჯრედული ბიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის საგნები, რამაც განაპირობა მისი ბიოსამედიცინო ინჟინერიით დაინტერესება. გარდა ამისა, ვინაიდან, დღესდღეობით არ არსებობს სიმსივნის მკურნალობის (ჰიპერთერმიის) ზუსტი და ეფექტური თერაპიული მეთოდი, ზინიკოს სურს თავისი კვლევებით მოკრძალებული წვლილი შეიტანოს კიბოს მკურნალობის ისეთი მეთოდის შემუშავებაში, რაც შემდეგ ხელს შეუწყობს ამ დაავადების დამარცხებას მწვავე გვერდითი ეფექტების გარეშე.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025