ზუკა შონია პარიზში: ქართული მენიუ Yard Paris-ში
24 მაისი 2026
კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული და ლექტორი, ზუკა შონია 28 და 29 მაისს პარიზში, რესტორანში და ნატურალური ღვინის ბარში Yard Paris, სტუმრებს შესთავაზებს კერძებს ქართული მოტივებით.
ორი დღის განმავლობაში ზუკა სტუმრებს შესთავაზებს ლანჩ და A La Carte მენიუს.
ლანჩის მენიუ მოიცავს:
სტარტერი
- ჭარხლის ფხალი
- გებჟალია მოცარელას ხვეულათი და პიტნის პასტით
ძირითადი კერძები
- სოსისი პოლენტათი და ფუჩხოლიათი
- რიგატონი ხორბლით, ხახვის და იოგურტის სოუსით
დესერტი
- კორკოტი თაფლითა და ნიგვზით
A La Carte მენიუს მოიცავს:
- რომანოს ფოთოლი ფერმენტირებული კომბოსტოთი და კახური ზეთით
- კუპატის შთაგონებით შექმნილი ტერინი
- ხარჩოს კროკეტები
- თინუსის ტატაკი ტყემლის სოუსით და ჯონჯოლის სალათით
- ბურატა სვანური მარილით, ბარდის სალათით და კახური ზეთით
- სატაცური თხილის კრემითა და მწვანილებით
- ქერისა და სოკოს ტოლმა ვაზის ფოთოლში იოგურტის სოუსით
- ქათამი ჟოლოსა და ტყემლის სოუსით
- ჩაქაფული პატარა კარტოფილებით
- რიბაი სტეიკი პატარა კარტოფილით და აჯიკის კარაქით
- რევანდისა და ნიგვზის ტარტი
- ქადა ათქვეფილი რიკოტათი
რესტორანში წარმოდგენილია ნატურალური ღვინო, რომელიც შეთავაზებული იქნება კერძებთან ერთად.
მსგავსი სიახლეები
20 მაისი 2026
მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტები
16 მაისი 2026
ქართული სამზარეულოს კურსი
15 მაისი 2026
საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებული დესერტი
12 მაისი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში მერვე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
10 მაისი 2026