ქართული რესტორანი “სახლი” რიგაში
31 აგვისტო 2026
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართული რესტორანი “სახლი” გაიხსნა, რომლის კონცეფციისა და მენიუს შემუშავებაზე საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა, ირკა ქელეხსაშვილმა იმუშავა.
ირკა ქელეხსაშვილის თანაავტორობით გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი კულინარიული მეთოდების შესახებ, რომელიც მოიცავს კულინარიული მეთოდების საფუძვლებს და ისეთ თემებს, როგორიცაა: პროდუქტის შემადგენლობა, ბოსტნეულის, კვერცხის, ფრინველის ხორცის და ზღვის პროდუქტების დამუშავების მეთოდები, ბულიონების, სოუსებისა და სუპების მომზადების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.
ირკა ასევე არის Salt.O • სალტ.ო-ს თანადამფუძნებელი და მას ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს სხვადასხვა პროექტისთვის კონცეფციის შემუშავებასა და მენიუს განახლებაში. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო რესტორნების ვერიკო, ქიქოძე ბრენდ შეფი, ასევე მისი აწყობილია რესტორანი ლეიზი და სხვა არაერთი ობიექტი. მას წვლილი მიუძღვის საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის პრაქტიკული ლექციების განახლებაში.
ირკა პირველი ქართული კულინარიული შოუს რესტორანი-ს გამარჯვებულია.