საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ქიმიის ზოგადი საფუძვლების შესახებ, შეუქმნას წარმოდგენა ქიმიური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოუმუშაოს ქიმიის დარგში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები.

ოთხწლიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფუნდამენტური თეორიული ცოდნის გარდა, ფლობენ მნიშვნელოვან კონკრეტულ უნარებს, როგორიცაა: თანამედროვე ქიმიურ ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი, კვლევების განხორციელება, ანალიტიკური აზროვნება და კონკრეტული ამოცანების გადაჭრის უნარი.

მესამე და მეოთხე კურსებზე ყველა სტუდენტი დამოუკიდებლად ირჩევს მისთვის საინტერესო მიმართულებას და ახორციელებს ჯუნიორ და სენიორ კვლევით პროექტებს, სადაც ხელმძღვანელთან ერთად უშუალოდაა ჩართული მოქმედ აქტუალურ კვლევაში. ამ პროექტების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებს, თანამედროვე ხელსაწყოებს და ქიმიის უახლეს მიღწევებს.

პროფესორების უმეტესობა სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში სურვილის შემთხვევაში.

პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, შესწავლილ იქნა მიჩიგანის უნივერსიტეტის და ჰამბურგის უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამები.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ქიმიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

ქიმიის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების (240 კრედიტი) დაახლოებით ნახევარი ეთმობა ლაბორატორიული და/ან პრაქტიკული მეცადინეობების შემცველ საგნებს. შესაბამისად, სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე დაფუძნებულ სწავლებას (learning-by-doing). ეს გულისხმობს, რომ სტუდენტები პროფესიას ეუფლებიან ინდივიდუალური მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს.

დასაქმების სფეროები

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს, მათ შორის:

  • ქიმიური პროცესების მქონე საწარმოებში
  • ფარმაკოლოგიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში
  • ლაბორატორიებში, რომლებშიც ქიმიური ექსპერიმენტები და ტესტები ტარდება
  • ჯანდაცვის სფეროში
  • შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებში
  • საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში

პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომითი ბაზრებისათვის.

კურიკულუმი

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების ზოგადი განათლება - მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ზოგადი ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ბიოლოგიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ფიზიკა, კალკულუსი, სტატისტიკა, ეკოლოგია, პროგრამირების საფუძვლები პითონით.
  • მიმართულების საბაზო განათლება - მოდული მოიცავს მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი, ორგანული ქიმია, ფიზიკური ქიმია, ზოგადი ბიოქიმია და სხვა.
  • მიმართულების ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ კურსებს. მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ორგანული სინთეზი, კოლოიდური ქიმია, გამოთვლითი ქიმია, ბუნებრივ ნაერთთა ქიმია, ფიზიკური ქიმია, ქიმიური ტექნოლოგია და სხვა.
  • პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

მიღების პირობები 2024

კოდი:

0050103 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 32

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 4
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 4 6 40%
ან ქიმია 4 12 60%
ან ბიოლოგია 4 14 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

6

მინიმალური ზღვარი

40%
ან ქიმია

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

12

მინიმალური ზღვარი

60%
ან ბიოლოგია

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

14

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 4 საბაკალავრო პროგრამას:

  • ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
  • ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას

ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს:

  • აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
  • აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სადოქტორო პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Რევაზ Კორაშვილი

რევაზ კორაშვილი

პროფესორი; ქიმიის პროგრამის ხელმძღვანელი

r.korashvili@agruni.edu.ge
Გიორგი Მუსხელიშვილი

გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

g.muskhelishvili@agruni.edu.ge
Ნინა Კულიკოვა

ნინა კულიკოვა

პროფესორი; უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი

n.kulikova@agruni.edu.ge
Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ანა Გოდაბრელიძე

ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

a.godabrelidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge