აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა

ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მეტყევეობის, ლანდშაფტის დაგეგმარების, ურბანული გამწვანების, მერქნის დამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით იმ უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე დასაქმებისა და წარმატებული კარიერისთვის.

ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის:

  • ბუნებრივი ტყის ეკოსისტემების, ხელოვნური ნარგავების მდგრადი მართვისა და  მოვლა-დაცვას, აღდგენა განახლებას და ტყის რესურსებით სარგებლობის პრინციპებს
  • დეკორატიული ბაღ-პარკების დაგეგმარების პრინციპებს და თავისებურებებს
  • ურბანული გამწვანების დაგეგმარების და მართვის საფუძვლებს
  • დეკორატიულ მცენარეებს, მათ ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს, სარგავი მასალის გამოყვანას და მოვლა-გაშენებას
  • ურბანულ გარემოში არსებული გამწვანების მიერ წარმოქმნილი ეკოსისტემური სერვისების ბენეფიტების აღქმას და მათი მნიშვნელობის გაანალიზებას
  • ხის გადამუშავების საწარმოს დაგეგმვას, სტრუქტურას და აღჭურვილობას
  • მერქნის დამუშავების ტექნოლოგიას - ქიმიურ და თერმულ დამუშავებას, შრობას
  • გადამუშავებული მერქნული რესურსების სტანდარტიზაციას (შპალი, შპონი, ფიცარი) და გამოყენებას

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამა შემუშავებულია ევროპის მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით, კერძოდ: University of Natural Resources and Life Sciences (ავსტრია); Faculty of Forestry and Wood Technology, Mendel University (ჩეხეთი); Wood Technology Department, University of Applied Sciences Eberswalde (გერმანია).

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სატყეო საქმის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning-by-doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და დამოუკიდებლად, თავისი ხელით უწევს ექსპერიმენტის/ცდის/ანალიზის ჩატარება. ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

დასაქმების სფეროები

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციაში: გამწვანების კომპანიები და სერვისები, სანერგე მეურნეობები, კვლევითი ინსტიტუტები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პროექტები, ბოტანიკური ბაღები, დაცული ტერიტორიის სააგენტო და სხვა.

კურიკულუმი

ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების ზოგადი განათლება - მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ზოგადი ბიოლოგიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ფიზიკა, კალკულუსი, სტატისტიკა, ეკოლოგია.
  • მიმართულების საბაზო განათლება - მოდული მოიცავს მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს.
  • მიმართულების ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ კურსებს, მაგალითად, როგორიცაა: აგრომეტყევეობა, დენდროლოგია, დენდრომეტრია, ტყის მართვა, ტყეთმცოდნეობა და მეტყევეობა, ტყის გაშენება, ლანდშაფტის დიზაინი და დაგეგმარება, ტყის და დეკორატიულ მცენარეთა სანერგე და სხვა.
  • პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

მიღების პირობები 2023

კოდი:

0050101 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 100

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 5
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 24 40%
ან ისტორია 3 56
ან ქიმია 3 10 60%
ან ბიოლოგია 3 10 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

24

მინიმალური ზღვარი

40%
ან ისტორია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

56

მინიმალური ზღვარი

ან ქიმია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%
ან ბიოლოგია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს 2 პროგრამას:

  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამას

ასევე, აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს:

  • აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლასთან ერთად
  • აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლასთან ერთად

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, მცენარეთა ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

გარდა ამისა, სკოლა სასწავლო მიზნებისათვის იყენებს კამპუსის დენდროლოგიურ პარკსა და მუზეუმს. კამპუსის მუზეუმი აერთიანებს სხვადასხვა დარგის კოლექციებს, მათ შორის, დენდროლოგიის, ენტომოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით.

კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, რათა სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ აგრონომიის პროგრამით გათვალისწინებული აგროპროექტი და დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან კამპუსის ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთში.

დეკანი

Თეო Ურუშაძე

თეო ურუშაძე

პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

t.urushadze@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ნატო Კობახიძე

ნატო კობახიძე

პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

n.kobakhidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Დიანა Ხომასურიძე

დიანა ხომასურიძე

ასოცირებული პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კოორდინატორი; ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

d.khomasuridze@agruni.edu.ge