საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა

ფიზიკის სადოქტორო პროგრამის აღწერა

ფიზიკის სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის (სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა) ერთობლივ პროგრამას.

ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტებში იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებული კარიერის დაწყებისთვის. დოქტორანტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ სამომავლო სამეცნიერო ინტერესები და ჩაერთონ მათთვის ახალი და მომიჯნავე დარგების კვლევებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დოქტორანტები ორიენტირებულნი არიან კომპლექსური, ინტერდისციპლინარული სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიებაზე.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიზანია სწავლების ყველა საფეხურზე, მათ შორის, სადოქტორო დონეზე შექმნას სწავლის, სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის. უნივერსიტეტები დოქტორანტებს დაეხმარებიან ახალი ცოდნის შექმნაში მათთვის საინტერესო დარგებში საუკეთესო გარემოს შექმნის გზით.

სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტებს შორის იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი აკადემიური გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია, ინოვაციური კვლევების წარმოებისა და ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნისათვის.

ეს პრინციპი აისახება პროგრამის ინდივიდუალიზებულ მიდგომაში, რაც მკაფიოდ არის გამოხატული კურიკულუმის სტრუქტურასა და შინაარსში ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის სპეციფიკაში.

სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ფიზიკის დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.

ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე. 

კურიკულუმი

ფიზიკის სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს:

  • აკადემიურ წერას დოქტორანტებისთვის
  • სადისერტაციო კვლევის მომზადებას
  • რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს
  • სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტს
  • სწავლებას უმაღლეს განათლების სისტემაში
  • სადოქტორო სემინარებს

სასწავლო კომპონენტი, ერთი მხრივ, მოიცავს კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტი მოიცავს კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი (სავალდებულო და არჩევითი), რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეპტუალური აპარატი და მეთოდოლოგიური ჩარჩო.  

კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სტატიის სავალდებულო გამოქვეყნებას კვლევითი კომპონენტის შესრულებისათვის.

პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.

როგორ ჩავაბაროთ ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე 2024 წელს?

აპლიკაციის შესავსებად აპლიკანტებს დასჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები: 

  • CV
  • დიპლომების ასლები (ბაკალავრის და მაგისტრის)
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნებისმიერი სხვა სერტიფიკატი, რომელიც შესაძლოა რელევანტური იყოს აპლიკაციისთვის (ეს დოკუმენტები უნდა აიტვირთოს მხოლოდ pdf file ფორმატში)
  • პირადობის მოწმობის ასლი (pdf, png ან jpg)
  • ფოტოსურათი - png ან jpg

რჩევა აპლიკანტებს სადოქტორო სკოლისგან:

სამოტივაციო წერილი და კვლევის პროექტის აღწერა დოქტორანტის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია, რომელიც მიღებულ აპლიკაციას განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დოქტორანტის მოტივაციას სადოქტორო კვლევის წარმოებისთვის. ასევე იმას თუ რამდენად ჩამოყალიბებულია აპლიკანტი საკვლევ თემაზე, რამდენად ღირებული და/ან ინოვატორულია ეს თემა და რამდენად გაცნობიერებული აქვს რა სახის მიდგომას ან მეთოდოლოგიას გულისხმობს დასმული საკითხის გამოკვლევა.
კვლევის პროექტის აღწერაში აპლიკანტი უნდა ეცადოს თემა დაუკავშიროთ მეცნიერებაში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემატიკას, მოკლედ და გასაგებად დაასაბუთოს რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ახალი კვლევის წარმოება და ცოდნის მოპოვება.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 4 საბაკალავრო პროგრამას:

  • ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
  • ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას

ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს:

  • აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
  • აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სადოქტორო პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Რევაზ Კორაშვილი

რევაზ კორაშვილი

პროფესორი; ქიმიის პროგრამის ხელმძღვანელი

r.korashvili@agruni.edu.ge
Გიორგი Მუსხელიშვილი

გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

g.muskhelishvili@agruni.edu.ge
Ნინა Კულიკოვა

ნინა კულიკოვა

პროფესორი; უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი

n.kulikova@agruni.edu.ge
Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ანა Გოდაბრელიძე

ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

a.godabrelidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge