ვეტერინარიის სკოლა
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობაა 60 ECTS და წარმოადგენს 302-კრედიტიანი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელ, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ საგანმანათლებლო პროგრამას.
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სავეტერინარო იმუნოლოგია, ინფექციური დაავადებები, შინაგანი დაავადებები, პარაზიტული დაავადებები, მეანობა და რეპროდუქციული დაავადებები, კლინიკური ლაბორატორიული კურსი, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სხვა.
თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად ამზადებს საკურსო ნაშრომს, სადაც ხელმძღვანელთან ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად სწავლობს/იკვლევს სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებსა და სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ვეტერინარის სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც პირს ანიჭებს ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების, სახელმწიფო და კერძო სავეტერინარო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას.
ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება
პროგრამა მოიცავს ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
დასაქმების სფეროები
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის:
- ვეტერინარულ კლინიკებსა და ლაბორატორიებში
- მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში, მეფუტკრეობის და მეთევზეობის მეურნეობებში
- ფარმაცევტულ საწარმოებში, სავეტერინარო აფთიაქებში
- ზოომაღაზიებში, ზოოპარკებში, ვივარიუმებში, აკვარიუმებში, ტერარიუმებში, იპოდრომებზე, ცხოველთა თავშესაფრებში
- სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები
- საერთაშორისო პროექტებში
კურიკულუმი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობაა 60 ECTS. პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სავეტერინარო იმუნოლოგია, ინფექციური დაავადებები, შინაგანი დაავადებები, პარაზიტული დაავადებები, მეანობა და რეპროდუქციული დაავადებები, კლინიკური ლაბორატორიული კურსი, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სხვა.
ასევე, პროგრამა მოიცავს დარგობრივ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ვეტერინარიის სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში გადიან პრაქტიკას. სემესტრის ბოლოს კი სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად ამზადებს საკურსო ნაშრომს, სადაც ხელმძღვანელთან ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად სწავლობს/იკვლევს სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებსა და სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს.
მიღება
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა:
- 7 სექტემბრამდე უნივერსიტეტში უნდა შემოიტანონ განცხადება და წარმოადგინოთ საბუთები
- გაიარონ შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება 11 სექტემბერს
საბუთები
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა, მინიჭების ოქმის ნომრისა და თარიღის მითითებით
- სურათის ელექტრონული ვერსია სკოლის კოორდინატორის მეილზე გაგზავნილი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლა ახორციელებს 2 აკრედიტებულ პროგრამას:
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
- ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
ასევე, ვეტერინარიის სკოლა ახორციელებს აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად.
ვეტერინარიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ვეტერინარიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ვეტერინარული კლინიკა, სადაც ვეტერინარიის სკოლის სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში ისინი შეძლებენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.
ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

12 ნოემბერი 2024
პეკინეს ბუბუს ოპერაცია ვეტერინარიუმში

08 ნოემბერი 2024
მარიამ ბერიშვილმა და ლუკა ღლონტმა ერთი სემესტრი გაიარეს ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში

03 ნოემბერი 2024
ვეტერინარიუმის ლაბორატორია ახორციელებს იმუნოფლუორესცენტულ ანალიზატორზე შესრულებულ ტესტებს

01 ნოემბერი 2024
ვეტერინარიუმს მწვანე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
დეკანი
კოორდინატორი
